“გულფროის” ბორტზე მყოფი ოთხი ქართველი ევაკუირებულია

news
ავტ.: news იანვარი 8, 2015 18:50

“გულფროის” ბორტზე მყოფი  ოთხი ქართველი  ევაკუირებულია

სამსუნის ნავსადგურში, ბრიტანული დროშის ქვეშ მცურავი გემის “გულფროი” ბორტზე მყოფი ეკიპაჟის ოთხი ქართველი წევრი ევაკუირებულია. როგორც “ინტერპრესნიუსს” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ისინი არ დაშავებულან, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და საფრთხე არ ემუქრება. ეკიპაჟის წევრები სამსუნში, ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფებიან.

8 იანვარს, ბრიტანული დროშის ქვეშ მცურავმა გემმა – “გულფროი”, თურქეთის ტერიტორიულ წყლებში, სამსუნის ნავსადგურის რეიდზე კატასტროფა განიცადა და რიფს მარცხენა ბორტით შეეხაჯა.

გემზე იმყოფებოდა ეკიპაჟის ათი წევრი, მათ შორის საქართველოს ოთხი მოქალაქე. სამსუნის სანაპირო დაცვის მიერ დროულად მოხდა ეკიპაჟის წევრების ევაკუაცია და ისინი სამსუნის სასტუმროში არიან გადაყვანილები.

news
ავტ.: news იანვარი 8, 2015 18:50

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics