გულიკო ზუმბაძე გაერო-ს ეკონომიკური კომისიის მიერ ორგანიზებულ კვირეულში მიიღებს მონაწილეობას

news
ავტ.: news თებერვალი 24, 2015 21:23 განახლებულია

გულიკო ზუმბაძე გაერო-ს ეკონომიკური კომისიის მიერ ორგანიზებულ კვირეულში მიიღებს მონაწილეობას

მნიშვნელოვანი

  • თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეკონომიკური კომისიის (UNECE) მიერ ორგანიზებულ კვირეულში მიიღებს მონაწილეობას.

სხვა სტატიები

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეკონომიკური კომისიის (UNECE) მიერ ორგანიზებულ კვირეულში მიიღებს მონაწილეობას.
როგორც “თაიმერს” თბილისის საკრებულოდან აცნობეს, კვირეულზე, რომელიც ქალაქ ჟენევაში 24-27 თებერვალს ეროვნებათა სასახლეში გაიმართება, 2015 წლის პოლიტიკისა და რეკომენდებული მდგრადი განვითარების გეგმების მხარდამჭერი ყველა პრიორიტეტი იქნება განხილული.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, საკითხი ასევე შეეხება დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობას, სასიცოცხლო მნიშვნელობის საჯარო მოხმარების ტერიტორიებს, რომელთა განვითარებაც უსაფრთხო, მდგრად და კომფორტული საცხოვრებელი პირობებით აღჭურვილ ქალაქებსა და დასახლებებს მოიცავს, რაც ასევე საჯარო ტერიტორიებისადმი მიძღვნილი სემინარის საშუალებით უნდა დაპროექტდეს და წარიმართოს.
“სემინარზე ასევე მოხდება იმ პრობლემების განხილვაც, რომლებიც არაფორმალურ დასახლებებს, რეგიონში არაკანონიერი და დაუგეგმავი ურბანული ზრდით გამოწვეულ პრობლემებს ეხება. წარმოდგენილი იქნება სამთავრობო დონეზე ხელმისაწვდომი ყველა საშუალება, რაც მოსახლეობისთვის უკეთესი პირობების შესაქმენელადაა მნიშვნელოვანი. WPLA სემინარი ტერიტორიების მოწყობისა და მართვასთან დაკავშირებული საკითხების მაღალ დონეზე გაზიარების მიზნით ტარდება”, – აღნიშნულია საკრებულოს პრესრელიზში.

news
ავტ.: news თებერვალი 24, 2015 21:23 განახლებულია