გუდაურსა და ნინოწმინდაში საკოორდინაციო შტაბები შეიქმნა

news
: news იანვარი 8, 2015 18:24

გუდაურსა და ნინოწმინდაში საკოორდინაციო შტაბები შეიქმნა

კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი დავით სუჯაშვილი გუდაურში იმყოფება. არსებული ინფორმაციით, გუდაურსა და ნინოწმინდაში საკოორდინაციო შტაბები შეიქმნება.

შტაბები სხვადასხვა სამინისტროის წარმომადგენლებისგან არის დაკომპლექტებული, რომლებიც რეგიონში არსებულ ვითარებას ადგილზე შეისწავლიან და არსებული პრობლემების მოგვარებას შეეცდებიან.

არსებული ინფორმაციით, საბჭო დიდთოვლობასთან დაკავშირებით რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის პოვნის გზებზე მსჯელობს.

საბჭოს სხდომას შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, ასევე საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელი დავით სუჯაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძე ესწრებიან.

news
: news იანვარი 8, 2015 18:24

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,788
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics