გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო, ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

news
ავტ.: news აპრილი 4, 2015 10:45

გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო, ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა- სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით,  ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
საქართველოს მასშტაბით, გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

news
ავტ.: news აპრილი 4, 2015 10:45