გუგული მაღრაძე ირაკლი კობახიძის პროფესიონალიზმზე საუბრობს

news
: news იანვარი 19, 2015 15:38

გუგული მაღრაძე ირაკლი კობახიძის პროფესიონალიზმზე საუბრობს

უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე “ქართულ ოცნების” აღმასრულებელი მდივნის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურას მიესალმება და აღნიშნავს, რომ კობახიძე პროფესიონალია.
“2012 წელს ის მუშაობდა “ქართული ოცნების” საზოგადოებრივ მოძრაობაში. რაც მთავარია, ის არის ძალიან წესიერი, მაღალი პროფესიონალიზმის მქონე ადამიანი,” – განაცხადა გუგული მაღრაძემ ჟურანლისტებთან.
ირაკლი კობახიძე კონსულტაციებს ადასტურებს, მაგრამ კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე არ საუბრობს.

პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელ მდივნად, შესაძლოა, კონსტიტუციონალისტი ირაკლი კობახიძე დაინიშნოს. ირაკლი კობახიძე საუბრობს, პარტიასთან სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციებს ადასტურებს, თუმცა კონკრეტულ თანამდებობაზე საუბრისგან თავს იკავებს.

“ჯერჯერობით ვერ დაგიდასტურებთ ვერაფერს. უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში კონსულტაციები მქონდა ზოგადად სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის, თანამდებობასთან დაკავშირებითაც. მე ზოგადად, პარტიის წევრი თავიდანვე ვიყავი, ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი ვარ და აქედან გამომდინარე, პარტიასთან მუდმივად მქონდა კავშირი და აქტიური კონსულტაციებიც”, – განაცხადა კობახიძემ.

პარტია” ქართული ოცნების” აღმსარულებელი მდივნის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ზვიად ჯანყარაშვილმა საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა.

news
: news იანვარი 19, 2015 15:38

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


25,808
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics