გუბაზ სანიკიძე მზად არის ვიცე-სპიკერის თანამდებობა დაიკავოს

news
ავტ.: news თებერვალი 18, 2015 14:44

გუბაზ სანიკიძე მზად არის ვიცე-სპიკერის თანამდებობა დაიკავოს

მნიშვნელოვანი

  • მმართველი კოალიცია ვიცე-სპიკერის თანამდებობიდან "თავისუფალი დემოკრატების" წევრის ზურაბ აბაშიძის გადაყენებაზე მსჯელობს.

სხვა სტატიები

მმართველი კოალიცია ვიცე-სპიკერის თანამდებობიდან “თავისუფალი დემოკრატების” წევრის ზურაბ აბაშიძის გადაყენებაზე მსჯელობს. ინფორმაცია ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოში გავრცელდა. არსებული ინფორმაციით მიმდინარეობს კონსულტაციები. ზურაბ აბაშიძის შემცვლელად მისი კოლეგა საპარლამენტო უმრავლესობიდან გუბაზ სანიკიძე სახელდება.

სანიკიძე უკვე ესაუბრა ჟუნრალისტებს, ის ამბობს, რომ შეთავაზების შემთხვევაში ის მზად არის დაიკავოს ვიცე-სპიკერის თანამდებობა. დეპუტატი ჟუნრალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ მასთან კონსულტაციები ამ თემაზე ჯერ არ გამართულა.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ რაც თავისუფალი დემოკრატები მმართველ კოალიციას გამოეყვნენ დღის წესრიგში დადგა ზურაბ აბაშიძის ვიცე-სპიკერის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად ვიცე-სპიკერის თანამდებობას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი უნდა იკავებდეს.

რამდენიმე წუთის წინ საკანონმდებლო ორგანოში პლენარული სხდომა დაიწყო.

news
ავტ.: news თებერვალი 18, 2015 14:44

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics