გუანტანამოს პატიმარი, რომლისთვისაც ბრალი 13 წლის მანძილზე არ წაუყენებიათ

news
ავტ.: news აგვისტო 15, 2015 13:10

გუანტანამოს პატიმარი, რომლისთვისაც ბრალი 13 წლის მანძილზე არ წაუყენებიათ

მნიშვნელოვანი

  • აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ ვაშინგტონის ფედერალურ მოსამართლეს მიმართა მოთხოვნით, გუანტანამოს ციხიდან ერთ-ერთი პატიმარი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გაანთავისუფლონ.

სხვა სტატიები

აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ ვაშინგტონის ფედერალურ მოსამართლეს მიმართა მოთხოვნით, გუანტანამოს ციხიდან ერთ-ერთი პატიმარი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გაანთავისუფლონ.
როგორც განთავისუფლების შესახებ განცხადების წარმომდგენი ადვოკატი ტარიკა ბა ოდახა ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი 34 კილოს იწონის და დაღუპვის პირასაა.

2007 წლიდან ოდახას ხელოვნურად კვებავენ, რადგანაც უვადო შიმშილობა გამოაცხადა.
“ასოშეითედ პერსის” განცხადებით, ბრალდებული ციხეში ბრალის წაყენების გარეშე 2002 წლიდან იმოფება.
აშშ-ს მთავრობას მისი “ალ-ქაიდასთან” კავშირში აქვს ეჭვი.
გადაწყვეტილება, რომ პატივარი,რომელიც იემენიდან არის, გაედეპორტებინათ საკუთარ ქვეყანაში, 5 წლის წინ იქნა მიღებული, მაგრამ ის მაინც გუანტანამოს ციხეში იმყოფება დღემდე.

“ბიბისის” კორესპონდენტის თქმით, პენტაგონი თავს იკავებს აღნიშნული ციხიდან პატიმრების დეპორტაციისგან იმის მიუხედავად, რომ მათ ამისი იურიდიული საფუძველი არა აქვთ.
“ასოშეითედ პრესის” მიერ გავრცელებული ცნობით, გუანტანამოს ციხეში სულ 116 პატიმარია, მათ შორის 69 იემენიდან.
ოდახის გარდა, დეპორტაციის შესახებ გადაწყვეტილება 51 პატიმარს აქვს, თუმცა ისინი ისევ გუანტანამოში იმყოფებიან.

news
ავტ.: news აგვისტო 15, 2015 13:10

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,725
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics