”გრუზინული პადხოდია,” – თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი თავისუფალი დემოკრატების კითხვებს პასუხობს

news
ავტ.: news მარტი 17, 2015 12:56

”გრუზინული პადხოდია,” – თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი თავისუფალი დემოკრატების კითხვებს პასუხობს

მნიშვნელოვანი

  • „ვიღაცის ინტერესები თუ არ გაითვალისწინე, მიუღებელი ხარ. საქართველოა, გრუზინული პადხოდია,” - ეს განცხადება „თბილისის განვითარების ფონდის” ხელმძღვანელმა თემურ ხომერიკმა იმ კითხვებთან დაკავშირებით გააკეთა, რომელიც მასთან ფრაქცია თავისუფალ დემოკრატებს და საკრებულოს ოპოზიციას აქვთ.

სხვა სტატიები

„ვიღაცის ინტერესები თუ არ გაითვალისწინე, მიუღებელი ხარ. საქართველოა, გრუზინული პადხოდია,” – ეს განცხადება „თბილისის განვითარების ფონდის” ხელმძღვანელმა თემურ ხომერიკმა იმ კითხვებთან დაკავშირებით გააკეთა, რომელიც მასთან ფრაქცია თავისუფალ დემოკრატებს და საკრებულოს ოპოზიციას აქვთ.

ამ წუთებში ხომერიკს ფრაქციის დახურულ სხდომაზე უსმენენ.

თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ დედაქალაქში ძალიან ბევრი პროექტი საეჭვოდ იყო შეჩერებული და რამდენიმე კორპუსის პროექტი შეთანხმებულიც კი არ იყო, შესაბამისად, მათი დასრულება დაგვიანდა.

ხომერიკის თქმით, ყველა პროექტი 2015 წელს იქნება შესრულებული. რაც შეეხება მის მიმართ არსებულ შეკითხვებს, “თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი” ამ ფაქტს პოლიტიკურ კონიუქტურას და ოპონენტების პირად ინტერესებს უკავშირებს.

ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების წევრი ლია ჯავახაძე კი სხდომის დაწყებამდე „კურიერთან” საუბრისას აცხადებდა, რომ თემურ ხომერიკთან არსებული კითხვები ყველა იმ პროექტს შეეხება, რომლებიც, მისი თქმით, წლების განმავლობაში უნდა განხორციელებულიყო და არ შესრულდა.

news
ავტ.: news მარტი 17, 2015 12:56

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics