გროზნოს ცენტრში მრავალათასიანი მიტინგი დასრულდა

news
ავტ.: news იანვარი 19, 2015 17:28

გროზნოს ცენტრში მრავალათასიანი მიტინგი დასრულდა

გროზნოს ცენტრში მრავალათასიანი მიტინგი დასრულდა. შეკრებილები წინასწარმეტყველ მოჰამედის კარიკატურების პუბლიკაციის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. რუსეთის შინაგან სამინისტროს ინფორმაციით მიტინგს დაახლოებით 800 ათასი ადამიანი ესწრებოდა. ჩეჩნეთის შს სამინისტროს ცნობით მიტინგის მონაწილე მილიონამდე იყო, ამავე დროს ბიბისის კორესპონდენტის ცნობით შეკრებილთა რიცხვი შესაძლებელია 350 ათასი არ აღმატებოდა.
მონაწილეთა უმეტესობას ტრანსფარანტი ეჭირა წარწერით: „ხელი არ ახლოთ ჩვენს საყვარელ მოჰამედს“ „ჩვენ გვიყვარს წინასწარმეტყვლეი მოჰამედი,“ „წინასწარმეტყველი მოჰამედი საუკეთესოა ადამიანებს შორის“.
მიტინგის დასაწყისში ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა თქვა, რომ „რუსეთის მუსლიმები თავს უფლებას არ მისცემენ რომ მათგან დაიწყოს ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვა.“
„ჩვენ ყოველთვის ვიყავით რუსეთის საიმედო დამცველები, და დღეს ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ქვეყნის მტრებს საკადრისი პასუხი გავცეთ“ – განაცხადა კადიროვმა.
ამ სიტყვების შემდეგ კადიროვი იძულებული გახდა სიტყვა შეეწყვიტა, რადგან მომიტინგეებმა სკანდირება დაიწყეს „ალაჰ აკბარ“- წერს ბიბისის კორესპონდენტი.
გასულ კვირას კადიროვის მიერ გაკეთებული განცხადებით ყველა, ვინც კი Charlie Hebdo-ს მხრს დაუჭერს, მისი პირადი მტერია.
Charlie Hebdo-ს რედაქტორის აზრით „ყოველთვის, როცა ჩვენ მოჰამედის კარიკატურას ვხატავთ, ყოველთვის, როცა ჩვენ წინასწარმეტყველის კარიკატურას ვხატავთ, ყოველთვის, როცა ჩვენ ღმერთის კარიკატურას ვხატავთ, ვიცავთ რწმენის თავისუფლებას და რელიგია პოლიტიკურ არენაზე არ უნდა გამოდიოდეს“ – ეს განცხადება რედაქტორმა NBC News-ზე გააკეთა.
მიტინგი „ისლამი ტერორიზმის წინააღმდეგ“ გუშინ ინგუშეთშიც გაიმართა, რომელსაც ოფიციალური მონაცემებით 20 ათასი ადამიანი ესწრებოდა.
რუსეთის ოფიციალური განცხადებით „საფრანგეთში სატირულ ჟურნალზე მომხდარი ტერორისტული შინაარსის მასალები წინააღმდეგობაში მოდის ეთიკურ და მორალურ ნორმებთან“ და მედია გაფრთხილებულია არ დაბეჭდოს მსგავსი შინაარსის მქონე პუბლიკაციები.

news
ავტ.: news იანვარი 19, 2015 17:28

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics