გრიგორი კარასინთან შეხვედრის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი იქნება ხელშეკრულება რომელიც 2011 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის გაფორმდა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 18, 2015 20:00

გრიგორი კარასინთან შეხვედრის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი იქნება ხელშეკრულება რომელიც 2011 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის გაფორმდა.

გრიგორი კარასინთან შეხვედრის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი იქნება ხელშეკრულება რომელიც 2011 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის გაფორმდასაქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებით, გრიგორი კარასინთან შეხვედრის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი იქნება ხელშეკრულება, რომელიც 2011 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის გაფორმდა.
მისი განმარტებით, ეს არის ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და რუსეთის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ. “ამ ხელშეკრულების იმპლემენტაციის მიზნით, შერჩეულია შვეიცარიული კომპანია SGS , რომელმაც უნდა დააწესოს ტვირთების გადაზიდვაზე მონიტორინგი საქართველოსა და რუსეთს შორის.

დეტალებზე არ შევჩერდები. ეს ხელშეკრულება გაფორმდა 2011 წელს. მას შემდეგ მიმდინარეობდა მუშაობა კონტრაქტის ტექსტზე. ეს კონტრაქტი უნდა გაფორმდეს საქართველოს მთავრობასა და შვეიცარიულ კომპანიას შორის, რუსეთმაც ანალოგიური კონტრაქტი უნდა გააფორმოს შვეიცარიულ კომპანიასთან. გათვალისწინებულია ისიც, რომ უნდა შეიქმნას ერთობლივი კომიტეტეი ჟენევაში, სადაც წარმოდგენილი იქნება საქართველოს მხარე, რუსეთის და შვეციარიის მხარე. თავისთავად, ძალიან რთული თემაა დეტალების თვალსაზრისით. ის მუშაობა, რომელიც 2011 წლის შემდეგ მიმდინარეობდა, პრაქტიკულად დასრულებულია. ახლა უნდა შევჯერდეთ რუსულ მხარესთან, თუ როდის ვიწყებთ პრაქტიკულ იმპლემენტაციას”, – განაცხადა აბაშიძემ.

გრიგორი კარასინთან შეხვედრის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი იქნება ხელშეკრულება რომელიც 2011 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის გაფორმდა

მისი თქმით, ამ საკითხის გასარკვევად ორმხრივი შეხვედრები უმთავრესად გაიმართება პრაღაში და ამის თაობაზე საქმის კურსშია შვეიცარიული მხარე, ასევე ევროპელი პარტნიორებიც.
შვეიცარიელი მონიტორების საკითხი ეხება შვეიცარული კომპანიის SGS-ის ამოქმედებას იმ ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც 2011 წელს მიღწეულ იქნა საქართველოსა და რუსეთს შორის, რუსეთის WTO-ში გაწევრიანების პროცესში. ეს გულისხმობს საბაჟო ადმინისტრირებასა და ტვირთების გადაადგილების მონიტორინგის მექანიზმის ჩამოყალიბებას და მის რეალიზაციას.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 18, 2015 20:00