გრანდიოზული აქციები მოლდოვაში, პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით (ვიდეო)

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე სექტემბერი 7, 2015 18:22

გრანდიოზული აქციები მოლდოვაში, პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით (ვიდეო)

მეორე დღეა, რაც მოლდოვის დედაქალაქ კიშინოვის ცენტრალურ მოედანზე გრანდიოზული აქციები იმართება პრეზიდენტ ნიკოლაე ტიმოფტის გადადგომის მოთხოვნით…

გუშინ აქციაზე 100.000-მდ მომიტინგე იყო, რაც 3,5 მილიონიანი მოლდოვისთვის ძალიან ბევრია… მიტინგებს სამოქალაქო პლატფორმა ,,ღირსება და სიმართლე,, ხელმძღვანელობს და ისინი პრეზიდენტის გადადგომასთან, ერთად ,,სახალხო ნდობის,, დროებითი მთავრობის ჩამოყალიბებასა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. პეტიცია ამის თაობაზე, გუშინ მომოტინგეებმა მოლდოვის პრემიერს გადასცეს, რომელიც მომიტინგეებს მთავრობის მიერ ამ საკითხის განხილვას დაპირდა… დღეს კი, მან მომიტინგეებს ბოდიში მოუხადა ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის გამო…

დღევანდელ აქციაზეც, რომელიც საღამოს საათებში ალბათ პიკს მიაღწევს, ხალხის სიმრავლეს დილიდანვე არ უჩივიან.

რუსული  Ruptly TV-ს აქვეყნებს  უპილოტოთი გადაღებულ კადრებს, რომელიც გუშინდელ აქციაზე მომიტინგეთა შეკრების დაწყებას ასახავს…

www.timer.ge

/იხილეთ ვიდეო/

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე სექტემბერი 7, 2015 18:22

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,785
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics