გორბაჩოვი ატომური ომის საფრთხეს ხედავს

news
: news იანვარი 10, 2015 20:23

გორბაჩოვი ატომური ომის საფრთხეს ხედავს

მნიშვნელოვანი

  • საბჭოეთის ბოლო ლიდერი მიხეილ გორბაჩოვი, გერმანული ,,შპიგელისათვის,, მიცემულ ინტერვიუში აცხადებს,

სხვა სტატიები

საბჭოეთის ბოლო ლიდერი მიხეილ გორბაჩოვი, გერმანული ,,შპიგელისათვის,, მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის ნდობის დაკაგვამ შესაძლებელია სიტუაცია ფართომასშტაბიან ომამდე მიიყვანოს და არაა გამორიცხული ეს ომი ატომური იარაღის გამოყენებით მოხდეს. გორბაჩოვის აზრით, არსებულ კრიზისში მთავარ დამნაშავესთან, აშშ-სთან ერთად ევროპაც დამნაშავეა. ,,არსებული დაძაბულობა და უკრაინის კრიზისის მიმართებაში მიმდინარე ესკალაცია, გზას უხსნის ევროპაში ფართომასშტაბიანი ომის და ატომური იარაღის გამოყენების საფრთხეს და ზოგიერთები სანამ თავს დაკარგავენ, უმჯობესია მომავალზე იფიქრონ!,, განაცხადა გორბაჩოვმა.

,,ნატოს მცდელობას, ევროპაში გაფართოებისაკენ, და აშშ-ს ძალისხმევას მეგა იმპერატორობისაკენ, უარყოფითი შედეგები მოაქვს… მიუხედავად იმისა ვინ იჯდება კრემლში, ამ საკითხებს ყველა საფრთხედ განიხილავს.,, აღნიშნა გორბაჩოვმა. რუსეთის მინართ, სანქციებისა და ეკონომიკური წნეხის პოლიტიკას, გირბაჩოვმა ,,სულელური და სახიფათო,, უწოდა. მან უკრაინის კრიზისში ძირითად დამნაშავეს გერმანია მიიჩნია და მან ისინი გააფრთხილა: ,,გერმანიაში ზოგიერთებს სურთ, რომ ევროპის ხელახალი გადანაწილება მოხდეს… მათ ეს მეორე მსოფლიო ომის დროს გამოსცადეს, მაგრამ ეტყობა აქედან კარგი გაკვეთილი ვერ გამოიტანეს!,, განაცხადა საბჭოეთის ბოლო მეთაურმა.

news
: news იანვარი 10, 2015 20:23

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,975
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics