გოკა გაბაშვილი: ირაკლი ღარიბაშვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს ემუქრება

news
ავტ.: news თებერვალი 21, 2015 18:34

გოკა გაბაშვილი: ირაკლი ღარიბაშვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს ემუქრება

“ირაკლი ღარიბაშვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს ემუქრება,” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გოკა გაბასვილი, აცხადებს.

აჭარაში მმართველი ძალისთვის პროვოკაციის მოწყობის ბრალდებას „ნაციონალურ მოძრაობაში“ პასუხობენ.

„იმის მაგივრად, რომ პრემიერი ღარიბაშვილი დაკავებული იყოს იმით, რაც ყველაზე მეტად აწუხებს დღეს საქართველოს მოსახლეობას, ვგულისხმობ ჩამოშლილი ეკონომიკას, გაუფასურებულ ლარსა და სრული ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისს, ის დაკავებულია იმით, რომ სრულიად არადემოკრატიული წესით ემუქრება ადამიანებს, რომლებმაც გადაწყვეტილება თავისი პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით მიიღეს,“ – განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, კი ამბობს, რომ აჭარაში ივანიშვილის არასწორი პოლიტიკის შედეგია დღეს მიმდინარე პროცესები.

მისი თქმით, ივანიშვილმა ისეთ ადამიანებს ჩააბარა ეს რეგიონი, რომელთაც პირადი კეთილდღეობის მეტი არაფერი აინტერესებთ.

news
ავტ.: news თებერვალი 21, 2015 18:34

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics