გოკა გაბაშვილი : არჩევნებისთვის ისუფთავებენ მედია ველს

news
ავტ.: news ოქტომბერი 2, 2015 17:54

გოკა გაბაშვილი : არჩევნებისთვის ისუფთავებენ მედია ველს

პარლამენტში დღეს ჩაშლილ სხდომაზე პასუხისმგებლობას ოპოზიცია მმართველ გუნდს აკისრებს და აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ სხდომა ძალით ჩაშალა, რათა რუსთავი 2-ის თემაზე ღიად არ დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია. ნაციონალური მოძრაობის წევრი გოკა გაბაშვილი ამბობს, რომ უმრავლესობა დაემალა საკითხის განხილვას.

„საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა დაემალა საკითხის განხილვას. ისინი ფიქრობენ, რომ ამ მეთოდით მოიხსნიან პასუხისმგებლობას იმაზე, რაც ქვეყანაში ხდება. უმრავლესობამ თავად მოახდინა სხდომის ტორპედირება იმიტომ, რომ არ ისაუბროს იმაზე, რაზეც არაფერი აქვს სათქმელი. ხდება ის, რომ არჩევნებისთვის ისუფთავებენ მედია ველს, უნდათ შექმნან აბსოლუტურად ჰარმონიული – ბიძინა ივანიშვილს როგორც მოეწონება ისეთი მედია ველი. ეს არ მოხდება და ამას ჩვენ დავიცავთ პარლამენტშიც და პარლამენტის გარეთაც,“-აცხადებს გოკა გაბაშვილი.

 

news
ავტ.: news ოქტომბერი 2, 2015 17:54

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,376
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics