გოგლა ჟვანიას თქმით, გამათბობელი, საიდანაც გამოძიების ვერსიით, ნახშირჟანგმა გაჟონა, არ მუშაობდა

news
ავტ.: news თებერვალი 11, 2015 13:04

გოგლა ჟვანიას თქმით, გამათბობელი, საიდანაც გამოძიების ვერსიით, ნახშირჟანგმა გაჟონა, არ მუშაობდა

“რუსთავი 2-ის” ეთერში ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეში აღმოჩენილ დეტალებთან დაკავშირებით გასული რეპორტაჟის შემდეგ, პირველი სატელევიზიო კომენტარს აკეთებს მისი ძმა. დეპუტატი გოგლა ჟვანია ამბობს, რომ საქმეში ბევრი უზუსტობა იყო, ხოლო ე.წ. დელიკატური საკითხი შეთხზული იქნა ოჯახის გაჩუმების მიზნით.

მისივე თქმით, გამათბობელი, საიდანაც გამოძიების ვერსიით, ნახშირჟანგმა გაჟონა, საერთოდ არ მუშაობდა.

„სიბინძურე, რომელსაც ისინი ცდილობენ დანერგონ საზოგადოებაში, ერთ წუთით დავუშვათ, რომ ეს სიმართლეა. რა კავშირი აქვს ამას ზურას სიკვდილის გარემოების დადგენასთან? ყველაზე მთავარი შეკითხვა – გამათბობელს, რომელზეც საუბარი არის, საერთოდ არ უმუშავია. მთავარი მიზეზი რატომაც ეს შეთხზეს, არის ის, რომ ოჯახს ხმა არ ამოეღო,“ – განაცხადა გოგლა ჟვანიამ.

news
ავტ.: news თებერვალი 11, 2015 13:04