
მთავრობამ უკვე დაიწყო იმ ნაკვეთების აღწერა, რომელიც ამ დრომდე დაუმუშავებელია. გლეხები კი სანქციების ამოქმედებამდე დახმარებას ითხოვენ.
სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია, განმარტავს, რომ მიწის ნაკვეთები მთელი ქვეყნის მასშტაბით მაქსიმალურად ათვისებული უნდა იყოს.ჯერჯერობით უცნობია, რა რაოდენობის ჯარიმა დაწესდება.
ექკონომიკური საკითხების ანალიტიკოსები კი მთავრობის ამ ინიციატივას აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ ასეთი მიდგომა პრობლემას ვერც მოაგვარებს და დამატებით სხვა პრობლემებსაც შექმნის.
















