გიორგი ქადაგიძე: სხვა თანაბარ პირობებში ჩვენ ლარის მეტ მერყეობას არ ველოდებით

news
ავტ.: news ნოემბერი 3, 2015 13:21

გიორგი ქადაგიძე: სხვა თანაბარ პირობებში ჩვენ ლარის მეტ მერყეობას არ ველოდებით

თუ ჩვენ გვექნება ჯანსაღი ეკონომიკური ზრდა საშუალოვადიან პერსპექტივაში ლარს ექნება გამყარების ტენდენცია, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ ლარის კურსთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“ლარის კურსთან დაკავშირებით შემიძლია გავიმეორო კიდევ ერთხელ იგივე, რომ სხვა თანაბარ პირობებში ჩვენ ლარის მეტ მერყეობას არ ველოდებით. მიუხედავად იმისა, რომ მცურავი, გაცვლითი კურსის პირობებში მოკლევადიანი მერყეობა ნორმალურია. უფრო მეტიც, თუ ჩვენ გვექნება ჯანსაღი ეკონომიკური ზრდა, საშუალოვადიან პერსპექტივაში ლარს ექნება გამყარების ტენდენცია”, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

news
ავტ.: news ნოემბერი 3, 2015 13:21

Google სტატისტიკა


4,431
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics