გიორგი ქადაგიძე: საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ინვესტიციების შემოდინება

news
ავტ.: news მარტი 27, 2015 12:37

გიორგი ქადაგიძე: საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ინვესტიციების შემოდინება

“საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ინვესტიციების შემოდინება,” – ეს განცხადება ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ, გააკეთა.

ქადაგიძეს მიაჩნია, რომ ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკა გაუმჯობესდება.

“ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არის ინვესტიციები და სავალუტო ფულადი ნაკადების შემოდინება ქვეყანაში. ამ ამოცანის გადაჭრა ყველაზე მნიშვნელოვანია,” – აცხადებს გიორგი ქადაგიძე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ეს განცხადება კონფერენციაზე გააკეთა. სადაც უკვე მეორე დღეა, უცხოელ ექსპერტებთან ერთად საქართველოს წინაშე არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებზე საუბრობენ. კონფერენციაზე ასევე განიხილეს რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობა.

news
ავტ.: news მარტი 27, 2015 12:37