
„ეს ნიშნავს იმას, რომ შემცირდება იმპორტი, რაც თავისთავად უცხოურ ვალუტაზე ნაკლებ მოთხოვნას გამოიწვევს და შესაბამისად, არსებული მონაცემებით, უახლოეს მომავალში ლარი უნდა დასტაბილურდეს და დასტაბილურდება კიდეც. მოკლევადიან მერყეობებზე გავლენას ყოველთვის ახდენს მოლოდინები და ეს ყველაზე ნათლად ჩანს მაშინ, როდესაც ოფიციალური კურსი და კომერციული კურსები ერთმანეთისგან განსხვავდება და ყიდვა-გაყიდვების კურსს შორის სხვაობა იზრდება, მაგრამ როგორც წესი, ეს ყოველთვის რამდენიმედღიანი შუალედია. როგორც კი გარკვეული ტიპის აჟიოტაჟი და მოლოდინები ამასთან დაკავშირებით დაწყნარდება, ეს ყველაფერი დაუბრუნდება სტაბილურ, ნორმალურ მარჟებს, რომელიც მანამდე იყო.
მეორეს მხრივ, გვაქვს ეკონომიკური შოკი, რომელზეც ხდება რეაგირება. შედეგად, კურსი გაუფასურდა. 30%-იანი გაუფასურება საკმაოდ მნიშვნელოვანია, რომელიც ახლა აისახება იმპორტზე და ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, ველოდებით ლარის დასტაბილურებას“ – ამბობს ქადაგიძე.
















