გიორგი ქადაგიძე ევროპის საუკეთესო ბანკირად დასახელდა

news
ავტ.: news მაისი 13, 2015 15:12

გიორგი ქადაგიძე ევროპის საუკეთესო ბანკირად დასახელდა

მნიშვნელოვანი

  • გიორგი ქადაგიძე ევროპის საუკეთესო ცენტრალურ ბანკირად დაასახელა ბრიტანულმა ფინანსურმა ჟურმალმა the banker-მა. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზინდეტი საუკეთესოდ 149 პრეტენდენტს შორის დასახელდა.

სხვა სტატიები

გიორგი ქადაგიძე ევროპის საუკეთესო ცენტრალურ ბანკირად დაასახელა ბრიტანულმა ფინანსურმა ჟურმალმა the banker-მა. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზინდეტი საუკეთესოდ 149 პრეტენდენტს შორის დასახელდა.

დაჯილდოების ცერემონია ეროვნულ ბანკში გაიმართა, the banker–ის ევროპის რედაქტორმა გადაწყვეტილების მიზეზები განმარტა.

„გიორგი ქადაგიძის ხელმძღვანელობით ეროვნულმა ბანკმა არაერთხელ აჩვენა მდგრადობა რყევების მიმართ, მათ შორის, 2008 წლის რუსეთთან კონფლიქტის შემდეგ და გლობალური ფინანსური კრიზისისას. გიორგი ქადაგიძემ საფუძველი ჩაუყარა მდგრადი საბანკო სექტორის განვითარებასა და ხელი შეუწყო დედოლარიზაციის პროცესს, რაც ძალიან მნიშვენლოვანია. დღეისათვის საქართველოში ეკონომიკური და ეროვნული ვალუტის გაუფასურების პრობლემებია, რაც კავშირშია გარე ფაქტორებთან. ეროვნული ბანკების სწორი ნაბიჯების წყალობით ბანკები სტაბილურობას ინარჩუნებენ“, – განაცხადა სტეფანი ლინჰარტმა, ჟურნალ ”The Banker”-ის ევროპის რეგიონის რედაქტორმა.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ კი აღნიშნა, რომ ეს აღიარება მიუთითებს იმას, რომ ინვესტორები ენდობიან ქართულ ფინანსურ სისტემას.

news
ავტ.: news მაისი 13, 2015 15:12

Google სტატისტიკა


3,275
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics