გიორგი პაპუაშვილი დავით უსუფაშვილს პასუხობს

news
ავტ.: news სექტემბერი 21, 2015 19:25

გიორგი პაპუაშვილი დავით უსუფაშვილს პასუხობს

“ეს განცხადება შეიძლება აღქმული იყოს როგორც ლეგიტიმაცია ამგვარი უკანონო ქმედების,”- ასე ეხმაურება საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებას.

პაპუაშვილი უსუფაშვილს და საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლებს სიტყვისა და გამოხატვის შესახებ კანონიდან განმარტებებას აცნობს. თავად დავით უსუფაშვილის განცხადებას კი ძალიან საშიშ ტენდენციად მოიხსენიებს. პაპუაშვილი ამბობს, რომ ასეთი ტიპის ქმედებები არა სასამართლოს, არამედ ქვეყნის ინტერესებს დააზარალებს.

“ძალიან საშიშ ტენდენციას უნდა გამოვეხმაურო. პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ თურმე ეს აქციები ჯდება სიტყვის თავისუფლებასა და გამოხატვის თავისუფლებაში. სიტყვის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება, რომელსაც სხვათაშორის საკონსტიტუციო სასამართომ ამგვარი გადაწყვეტილება მიუძღვნა გულისხმობს, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოხატოს თავის მოსაზრება მათ შორის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, მათ შორის უარყოფითზე, თუმცა აქამდე არც ერთი იურისტისგან და პოლიტიკოსისაგან უარყოფითი შეფასება არ მოგვისმენია, მაგრამ მოსამართლეები არიან განსაკუთრებული ხარისხით დაცული და კანონი პირდაპირ ამბობს, მაინც შევახსენებთ სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებმაც ეს უნდა იცოდნენ, ასევე შევახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარეს და პარლამენტის წევრებს. კანონი ამბობს, რომ აკრძალულია მაინფესტაცია და მიტინგების ჩატარება მოსამართლეების სახლებთან, აკრძალულია მოსამართლეებისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორებისა და მუქარის შემცველი განცხადებების გაკეთება. აღარ ვსაუბრობს უკვე სასამართლოს პიკეტირებაზე და სახლში ნივთების და სხვადასხვა ბოსტნეულობების შეგდებაზე. ამიტომ ეს განცხადება აღქმული შეიძლება იყოს როგორც გარკვეული ლეგიტიმაცია, გამართლება და წახალისება ამგვარი უკანონო ქმედების. ეს საბოლოო ჯამში არავისთვის კარგი არ იქნება. ეს არა მარტო სასამართლოს, არამედ ქვეყანას დააზიანებს. მოვუწოდებ პოლიტიკოსებს უფრო ფრთხილად და გონივრულად მოეპყრან ასეთ ფაქტებს,”- ამბობს გიორგი პაპუაშვილი კურიერთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ დღეს დავით უსუფაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების სახლებთან გამართულ აქციებთან დაკავშირებით მიმართა მოსამართლეებს, რომ პატივი სცენ არზის გამოხატვის უფლებას.

news
ავტ.: news სექტემბერი 21, 2015 19:25

Google სტატისტიკა


1,942
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics