გიორგი ოქროპირიძე ციხიდან საავადმყოფოში გადაყვანას მოითხოვს

news
ავტ.: news აგვისტო 22, 2015 18:51

გიორგი ოქროპირიძე ციხიდან საავადმყოფოში გადაყვანას მოითხოვს

მნიშვნელოვანი

  • გიორგი ოქროპირიძის ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის ძველ საკანში სხვა პატიმრებთან ერთად დაბრუნების მოთხოვნაზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტისგან საპასუხო წერილი მიიღო.

სხვა სტატიები

გიორგი ოქროპირიძის ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის ძველ საკანში სხვა პატიმრებთან ერთად დაბრუნების მოთხოვნაზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტისგან საპასუხო წერილი მიიღო.

უწყების წერილობით პასუხში განმარტებული იყო, რომ ე.წ. კანონიერი ქურდებისგან არის საფრთხე, რომ მოხდეს პატიმრის სიცოცხლის ხელყოფა და ზომებს დაწესებულებამ ოქროპირიძის უსაფრთხოეების მიზნით მიმართა.

ადვოკატი დავით მოდებაძე ითხოვს, ფაქტით პროკურატურა დაინტერესდეს.

„თუ ეს არის საიდუმლო ინფორმაცია, პროკურატურამ აუცილებლად უნდა იცოდეს, რადგან ადამიანის სიცოცხლის ხელყოფასა და მსგავსი დანაშაულის დაგეგმვას ეხება საქმე. გიორგი ოქროპირიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და გადაყვანილ უნდა იქნას საავადმყოფოში, სადაც მას სრულად ჩაუტარდება ჯამრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა,“ – აცხადებს ადვოკატი, დავით მოდებაძე.

news
ავტ.: news აგვისტო 22, 2015 18:51

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


18,065
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics