გიორგი ოქროპირიძე: ჩემი ბედი არ უნდა წყდებოდეს მრგვალ ბაღში გამართულ აქციებზე

news
ავტ.: news ივნისი 10, 2015 14:23

გიორგი ოქროპირიძე: ჩემი ბედი არ უნდა წყდებოდეს მრგვალ ბაღში გამართულ აქციებზე

ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულის, გიორგი ოქროპირიძის საქმეს სასამართლოს გადაწყვეტილებით, კვლავ ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. პროკურორების მტკიცებით, ნაფიცების პროცესი არღვევს ობიექტური და სამართლიანი სასამართლოს პრინციპებს. ბარლდებული გიორგი ოქროპირიძე კი, მოითხოვს, რომ საქმე სწორედ ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ.

„მოვითხოვ, ნაფიცებმა განიხილონ ჩემი საქმე. რაც შეეხება ლაშა მახარაძის დედის, ნინო დიდებულიძის ხელმოწერებს, ოქროპირიძის ბედი არ უნდა წყდებოდეს მრგვალ ბაღში გამართულ აქციებზე”,-განაცხადა ოქროპირიძემ პროცესზე, რომელზეც დღეს ნაფიცი მსაჯულების ახალი შემადგებლობის შერჩევა დაიწყო.

შერჩევის პროცედურა დაახლოებით სამი თვე გაგრძელდება.

news
ავტ.: news ივნისი 10, 2015 14:23

Google სტატისტიკა


4,431
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics