გიორგი მღებრიშვილი: ეს არის ცინიზმით სავსე აქტი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიძიონ

news
ავტ.: news იანვარი 25, 2015 15:33

გიორგი მღებრიშვილი: ეს არის ცინიზმით სავსე აქტი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიძიონ

ამ საქმის გამოძიება ჩვენი ხელისუფლების ღირსების საქმეა- ასე გამოეხმაურა სასჯელაღსრულებისა და პრობაციისა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას.

მინისტრი კასპირს რაიონის სოფელ ყარაფილაში იმყოფებოდა, სადაც მან მთავრობის სხვა წევრებთან ერთად ვაზაგაშვილის დაკრძალვის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

„ეს არის ცინიზმით სავსე აქტი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიძიონ ჩვენმა სამართალდამცველებმა. შეიძლება ითქვას, ჩვენი ხელისუფლების ღირსების საქმეა. მკაცრად უნდა დაისაჯოს ყველა ის პირი, ვინც ამ საქმეში მონაწილეობას იღებდა“, – აღნიშნა მღებრიშვილმა.

იური ვაზაგაშვილი დღეს შვილების გვერდით, სოფელ ყარაფილას სასაფლაოზე დაკრძალეს. იგი 20 იანვარს შვილის საფლავზე აფეთქების შედეგად გარდაიცვალა

news
ავტ.: news იანვარი 25, 2015 15:33

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics