გიორგი მარგველაშვილმა ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მონაწილეებს უმასპინძლა

news
ავტ.: news აგვისტო 12, 2015 20:15

გიორგი მარგველაშვილმა ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მონაწილეებს უმასპინძლა

მნიშვნელოვანი

  • გიორგი მარგველაშვილმა ახალგაზრდა სპორტსმენებს მადლობა გადაუხადა იმ სიხარულისთვის, რომელიც მათ საქართველოს მოსახლეობას მოუტანეს. პრეზიდენტმა სპორტსმენებს მიმართა და აღნიშნა, რომ მათი წარმატება ბევრი ახალგაზრდისთვის მნიშვნელოვანი მაგალითია.

სხვა სტატიები

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მონაწილეებს უმასპინძლა.
გიორგი მარგველაშვილმა ახალგაზრდა სპორტსმენებს მადლობა გადაუხადა იმ სიხარულისთვის, რომელიც მათ საქართველოს მოსახლეობას მოუტანეს. პრეზიდენტმა სპორტსმენებს მიმართა და აღნიშნა, რომ მათი წარმატება ბევრი ახალგაზრდისთვის მნიშვნელოვანი მაგალითია.
“ის სიხარული, ის რეაქცია, რაც მთელ საზოგადოებას ჰქონდა და როგორც თქვენთან ერთად მთელმა საქართველომ გაიხარა, რა თქმა უნდა, თავის კვალს დატოვებს და თავის გავლენას მოახდენს ყველაფერზე, ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ურთიერთობებზე. ამ რამდენიმე კვირის განმავლობაში, საქართველოში იმდენი სასიხარულო სპორტული სასწაული და აღფრთოვანება გვქონდა, რომ ბუნებრივია ეს ჩვენს საზოგადოებაზე აისახება. მინდა მადლობა ვუთხრა იმ ადამიანებს, რომლებმაც მოახერხეს თავიდან ბოლომდე – დაიწყეს და ბოლომდე მიიყვანეს ეს რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენს სპორტულ ცხოვრებაში. საქართველო მსოფლიო რუკაზე დავსვით არა მარტო სპორტის თვალსაზრისით, არამედ ორგანიზაციული თვალსაზრისითაც. მინდა მადლობა გითხრათ ახალგაზრდა სპორტსმენებს იმ სიხარულისთვის, რომელიც საქართველოს ყოველ მოქალაქეს მოუტანეთ და რომლითაც თქვენთან ერთად თითოეული ადამიანი ხარობდა”, – მიმართა სპორტსმენებს გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა ახალგაზრდა ოლიმპიელებთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღო და მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში მიღებას ახალგაზრდა სპორტსმენების გარდა, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. პრეზიდენტის სასახლეში იმყოფებოდა პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი, რომელმაც გიორგი მარგველაშვილს საჩუქრად 4 ტომისგან შემდგარი ოლიმპიური ენციპლოპედია და ოლიმპიური კომიტეტის სუვენირი გადასცა.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ საზეიმო მიღებას მუსიკალურად მომღერალი ელენე კალანდაძე აფორმებს.

news
ავტ.: news აგვისტო 12, 2015 20:15