გიორგი მარგველაშვილი EBRD-ის პრეზიდენტს შეხვდა

news
ავტ.: news მაისი 13, 2015 12:42 განახლებულია

გიორგი მარგველაშვილი EBRD-ის პრეზიდენტს შეხვდა

მნიშვნელოვანი

  • საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი EBRD-ის პრეზიდენტს, სუმა ჩაკრაბარტის შეხვდა. როგორც გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ განუცხადა, EBRD საქართველოში ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას ახორციელებს.

სხვა სტატიები

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი EBRD-ის პრეზიდენტს, სუმა ჩაკრაბარტის შეხვდა. როგორც გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ განუცხადა, EBRD საქართველოში ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას ახორციელებს.
“მე გულითადად მივესალმები ჩემი ქვეყნის და ჩემს მეგობარს, ბატონ სუმას. ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ EBRD ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას ახორციელებს საქართველოში. ეს არის სწორედ ის, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება – მეტი გახსნილობა, მეტი ინფორმაციის გატანა საერთაშორისო თანამეგობრობაში იმ ძალიან საინტერესო ეკონომიკური პოტენციალის შესახებ, რაც აქვს საქართველოს და რეგიონს”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, იმ ფაქტს, რომ EBRD-მ მოგვცა ეს შესაძლებობა, ბუნებრივია ბოლომდე გამოვიყენებთ.
“ის მშვენიერი ურთიერთობები, რომლებიც არსებობს ჩვენს შორის პიროვნულ დონეზე, დარწმუნებული ვარ, გარდაიქმნება კიდევ უფრო მეტ თანამშრომლობაში. მადლობა მინდა გადავუხადო მრავალწლიანი მოღვაწეობისთვის EBRD-ის ცენტრალურ ოფისს, ისევე როგორც ადგილობრივ ოფისს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური ჯანმრთელი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს პროექტებს ახორციელებს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

news
ავტ.: news მაისი 13, 2015 12:42 განახლებულია