გიორგი მარგველაშვილი საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს რამაზან-ბაირამს ულოცავს

news
ავტ.: news ივლისი 17, 2015 12:32 განახლებულია

გიორგი მარგველაშვილი საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს რამაზან-ბაირამს ულოცავს

მნიშვნელოვანი

  • საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს რამაზან-ბაირამს ულოცავს. "გულითადად გილოცავთ რამაზან–ბაირამის - უფლისადმი ვალის მოხდის, მოთმინების, სულიერი განწმენდის, ურთიერთთანადგომის უდიდეს დღესასწაულს, ყველაზე ძვირფას დღეს თითოეული თქვენგანისთვის.

სხვა სტატიები

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს რამაზან-ბაირამს ულოცავს. “გულითადად გილოცავთ რამაზან–ბაირამის – უფლისადმი ვალის მოხდის, მოთმინების, სულიერი განწმენდის, ურთიერთთანადგომის უდიდეს დღესასწაულს, ყველაზე ძვირფას დღეს თითოეული თქვენგანისთვის.
მუსლიმი თემი მრავალეროვნული ქართული საზოგადოების განუყოფელი ნაწილია. თქვენი გარჯითა და ქვეყნისადმი ერთგულებით ფასდაუდებელი წვლილი შეგაქვთ ჩვენი სამშობლოს აღმშენებლობაში. თქვენი სიხარული – თითოეული ჩვენგანის სიხარულია. ვუერთდები თქვენს ზეიმს და ბედნიერებას, კეთილდღეობასა და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს”, _ ნათქვამია მილოცვის ტექსტში.

news
ავტ.: news ივლისი 17, 2015 12:32 განახლებულია