გიორგი მარგველაშვილი: ორივე მხარე მოვახერხებთ, რომ ამ უხერხულობებს გაღვივების შესაძლებლობა არ მივცეთ

news
: news თებერვალი 17, 2015 18:31

გიორგი მარგველაშვილი: ორივე მხარე მოვახერხებთ, რომ ამ უხერხულობებს გაღვივების შესაძლებლობა არ მივცეთ

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს პროკურატურის განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომელიც უკრაინის პროკურატურის მიერ სააკაშვილისა და ადეიშვილის ექსტრადირებაზე უარის თქმას ეხებოდა.

„გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინის მთავრობას საკუთარი ხალხისგან საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობის მანდატიც აქვს, ისევე როგორც ჩვენ, ჩვენი ხალხისგან გვაქვს ასეთი მანდატი, ვფიქრობ, ორივე მხარე მოვახერხებთ, რომ ამ უხერხულობებს გაღვივების შესაძლებლობა არ მივცეთ“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, პროკურატურამ უკრაინას ექსპრეზიდენტისა და იუსტიციის ყოფილი მინისტრი დაკავებისა და ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობებით მიმართა, რაზეც უკრაინულმა მხარემ უარი განაცხადა.

news
: news თებერვალი 17, 2015 18:31

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,719
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics