გიორგი მარგველაშვილი “მანდარინების” “ოსკარის” ნომინანტად დასახელებას “ტვიტერზე” გამოეხმაურა

news
: news იანვარი 15, 2015 19:07

გიორგი მარგველაშვილი “მანდარინების” “ოსკარის” ნომინანტად დასახელებას “ტვიტერზე” გამოეხმაურა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი “ოსკარზე” წარსადგენ ნომინანტთა შორის ფილმ “მანდარინების” დასახელებას “ტვიტერზე” გამოეხმაურა. “ვულოცავ საქართველოსა და ესტონეთს ფილმ “მანდარინების” “ოსკარზე” წარდგენას, რომლის რეჟისორიც არის ზაზა ურუშაძე”, – წერს საქართველოს პრეზიდენტი “ტვიტერზე”.
“ოსკარზე” წარდგენილი უცხოენოვანი ფილმების ნომინანტთა შორის ზაზა ურუშაძის “მანდარინები” დასახელდა. ფილმი “ოსკარის” 87-ე დაჯილდოების ცერემონიაზე ესტონეთის სახელით იქნება წარდგენილი.
უცხოენოვანი ფილმების ნომინაციაში ასევე დასახელდა “ლევიათანი” (რუსეთი), “იდა” (პოლონეთი), “ტიმბუქტუ” (მავრიკია) და ჭილდ თალეს (არგენტინა).
“ოსკარით” დაჯილდოების ცერმონია 22 თებერვალს გაიმართება.

news
: news იანვარი 15, 2015 19:07

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,697
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics