გიორგი მარგველაშვილი: ველოდებით, რომ მოვისმენთ ამ ვითარებიდან ეფექტურად გამოსვლის გეგმას

news
ავტ.: news თებერვალი 25, 2015 11:34

გიორგი მარგველაშვილი: ველოდებით, რომ მოვისმენთ ამ ვითარებიდან ეფექტურად გამოსვლის გეგმას

ჩვენ ველოდებით, რომ მოვისმენთ შექმნილი ვითარებიდან ეფექტურად გამოსვლის გეგმას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს “ნაციონალური მოძრაობის” მოთხოვნის კომენტირებისას განუცხადა. ”ნაციონალურმა მოძრაობამ” პრეზიდენტს რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართა.
რაც შეეხება უშუალოდ სხდომას, მარგველაშვილის განმარტებით, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვადაში იქნება მიღებული. საუბარია 24 საათიან ვადაზე.
“შექმნილი ვითარების ანალიზი ჩვენ დეტალურად მოვისმინეთ, ბევრი კომპეტენტური პირისგან. ახლა ჩვენ ველოდებით, რომ მოვისმენთ ამ ვითარებიდან ეფექტურად გამოსვლის გეგმას. ამ ანალიზში ჩვენ ვხედავთ დეტალურ გაშლას, თუ რა იყო არსებული სიტუაციის განმაპირობებელი ფაქტორი. დღეს ჩვენ გვაინტერესებს, როგორ გამოვიდეთ ამ ვითარებიდან. რაც შეეხება რიგგარეშე სხდომას, ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური ვადა ამის გადასაწყვეტად და ამ კონსტიტუციურ ვადაში გავცემთ პასუხს”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
“ნაციონალურმა მოძრაობამ” გუშინ პრეზიდენტს მიმართა, 27 თებერვალს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მოიწვიოს, სადაც ეორვნული ვალუტის გაუფასურებასა და ქვეყანში შექმნილ ეკონომიკურ ვითარებაზე იმსჯელებენ.

news
ავტ.: news თებერვალი 25, 2015 11:34

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,333
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics