გიორგი მარგველაშვილი: ვერ დავეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ საქართველოში არიან პოლიტიკური პატიმრები

news
ავტ.: news ოქტომბერი 1, 2015 10:26

გიორგი მარგველაშვილი: ვერ დავეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ საქართველოში არიან პოლიტიკური პატიმრები

საქართველოში არ არიან პოლიტიკური პატიმრები, თუმცა არიან მსჯავრდებულები, რომლებსაც პოლიტიკური წარსული ქონდათ – ასე უპასუხა საქართველოს პრეზნდეტმა საელჩოში დიასპორასთან შეხვედრისას დასმულ კიდევ ერთ კითხვას.

“მე არ მაქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, შესაბამისად, მე კანონებს ვერც ვწერ, ვერ ვიღებ, მე მათ მხოლოდ ვეტოს ვადებხოლმე, როდესაც ამის შესაძლებლობა მაქვს. კანონი პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით არ ვიცი რომ იხილებოდეს, პარლამენტში თუ არის ასეთი ინიციატივა. მაგრამ, როდესაც ჩვენ ვამბობთ სიტყვას – პოლიტპატიმარი, ჩემთვის ეს არის ძალიან მძიმედ გასაგონი და მე ვერ დავეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ საქართველოში არიან პოლიტიკური პატიმრები. საქართველოში არიან პატიმრები, რომელთაც ქონდათ პოლიტიკური წარსული, აქვთ პოლიტიკური აწმყო. ეს საკითხები გადაწყდება ქართული სასამართლოს შიგნით, სრულიად გამჭვირვალე პროცესის შედეგად,” – განმარტა გიორგი მარგველაშვილმა.

news
ავტ.: news ოქტომბერი 1, 2015 10:26

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics