გიორგი მარგველაშვილის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება დღეს გაკეთდება

news
ავტ.: news აგვისტო 19, 2015 14:20 განახლებულია

გიორგი მარგველაშვილის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება დღეს გაკეთდება

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტთან დაკავშირებით,  პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განცხადება დღეს გაკეთდება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრესკონფერენციას პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო საკითხებში, თენგიზ ფხალაძე გამართავს.
პრესკონფერენცია 15:00 საათზე დაიწყება.
სექტემბრის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება. ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კი, მიმდინარე წლის ივლისში ლიტვის პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ ნიუ იორკში დაგეგმილ დისკუსიაზე – “აღმოსავლეთ ევროპის მომავალი: ქალთა როლის გაძლიერება” მიიწვია, რაზეც გიორგი მარგველაშვილმა ლიტვის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა და მიწვევას დათანხმდა.

news
ავტ.: news აგვისტო 19, 2015 14:20 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics