გიორგი მარგველაშვილისა და კონსტანტინე კუბლაშვილის პირისპირ შეხვედრა დასრულდა

news
ავტ.: news იანვარი 26, 2015 15:00

გიორგი მარგველაშვილისა და კონსტანტინე კუბლაშვილის პირისპირ შეხვედრა დასრულდა

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, კონსტანტინე კუბლაშვილის პირისპირ შეხვედრა დასრულდა.
კონსტანტინე კუბლაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაცია კომენტარის გარეშე დატოვა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით იუსტიციის იუსტიციის საბჭოს მთელს შემადგენლობას შეხვდა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა 1 საათის განმავლობაში გაგრძელდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი მარგველაშვილი და კონსტანტინე კუბლაშვილი ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ.
როგორც პრეზიდენტის პრესსამსახურში აცხადებენ, შეხვედრა კონსტანტინე კუბლაშვილის ინიციატივით გაიმართა.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე კონსტანტინე კუბლაშვილს უფლებამოსილების ვადა თებერვალში ეწურება.

news
ავტ.: news იანვარი 26, 2015 15:00