გიორგი კვირიკაშვილი: ძალიან გვჭირდება ვიზიტორები და ტურისტები რუსეთიდან

news
ავტ.: news ივნისი 4, 2015 13:40

გიორგი კვირიკაშვილი: ძალიან გვჭირდება ვიზიტორები და ტურისტები რუსეთიდან

ჩვენ ძალიან გვჭირდება ვიზიტორები და ტურისტები რუსეთიდან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა . ვიცე პრემიერმა, თბილისსა და მოსკოვს შორის ფრენების სიხშირესთან დაკავშირებით, კომპანია “აირზენას” ხელმძღვანელობის პრეტენზიებთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა.

“რუსეთთან მიმოსვლის სიხშირე გაიზარდა, შესაბამისად გაზრდილია მგზავრთა გადაყვანა. ჩვენი კარი არ არის დაკეტილი არავისთვის, განცხადებებით დიალოგს უმჯობესია, მობრძანდნენ და ისე ვისაუბროთ. ჩვენ დიდი ხანია, გამოვთქვით მზადყოფნა, რომ მათი წინადადებები განვიხილოთ, ამიტომ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, რომ ვისაუბროთ. რაც შეეხება იმას, რომ რუსეთთან ფრენები გაიზარდა, ეს გამოწვეულია ჩვენს მიერ 9 ქვეყანაში საინფორმაციო კამპანიის ჩატარებით, რომელთა შორისაც იყო რუსეთიც – ჩვენ ძალიან გვჭირდება ვიზიტორები და ტურსიტები რუსეთიდან”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
აირზენას ხელმძღვანელის, იასე ზაუტაშვილის აზრით, თბილისსა და მოსკოვს შორის ფრენები იმაზე ხშირია, ვიდრე ამის საჭიროება არსებობს.

news
ავტ.: news ივნისი 4, 2015 13:40

Google სტატისტიკა


2,535
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics