გიორგი კვირიკაშვილი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

news
ავტ.: news სექტემბერი 10, 2015 13:53

გიორგი კვირიკაშვილი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

მნიშვნელოვანი

  • დალიანის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ვიცე პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვან ის შეხვდა.

სხვა სტატიები

დალიანის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ვიცე პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვან ის შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეს არის პირველი შეხვედრა ორი ქვეყნის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებს შორის უკანასკნელი 11 წლის განმავლობაში და ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის ბოლო დროს ორმხრივი ურთიერთობების ინტენსიფიკაციას.
შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს მაღალი დონის ვიზიტების დადებითი დინამიკა და გააქტიურებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. იმსჯელეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე და სამუშაო დღის წესრიგზე.
“ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორია. ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის ახალი აბრეშუმის გზის ინიციატივის ფარგლებში იგეგმება საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარება ინფრასტრუქტურულ და ლოგისტიკურ პროექტებთან დაკავშირებით, რაც მოგვცემს საშუალებას სრულად ავითვისოთ ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობა და შევასრულოთ ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი საიმედო და ეფექტური სატრანზიტო ქვეყნის ფუნქცია.
ხაზგასასმელია, რომ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები ეყრდნობა ჩინეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სრულ პატივისცემას, მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.
შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ გააგრძელონ აქტიური კონტაქტები”, -ნათქვამია ინფორმაციაში.

news
ავტ.: news სექტემბერი 10, 2015 13:53