გიორგი კვირიკაშვილი: ტექნიკური დეტალების დადგენა მიმდინარეობს

news
: news მაისი 14, 2015 14:28

გიორგი კვირიკაშვილი: ტექნიკური დეტალების დადგენა მიმდინარეობს

ვიცე პრემიერის, ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაფართოების კუთხით დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს.
როგორც კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებების კომენტირებისას განუცხადა, ფორუმის გაფართოება სავაჭრო და ეკონომიკური საკითხების მიმართულებით იგეგმება.
“ტექნიკური დეტალების დადგენა მიმდინარეობს. რუსეთ-საქართველოს შორის ისედაც გვაქვს დიალოგი სავაჭრო და ეკონომიკურ საკითხებზე, ალბათ ამ მიმართულებით იქნება დიალოგის გაფართოების საშუალება. ბატონ ზურაბ აბაშიძესთან მქონდა საუბარი, თუმცა დეტალები ჯერ უცნობია. ეს დეტალი საზოგადოებისთვის ცნობილი მომავალ დღეებში გახდება”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის მორიგი შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან პრაღაში, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ივნისში გაიმართება. ამასთან, საუბარია აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაფართოებაზეც.

news
: news მაისი 14, 2015 14:28

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

შედეგის ნახვა

Google სტატისტიკა


13,477
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics