გიორგი კვირიკაშვილი: „საქართველოს მთავრობისთვის ნატო-ს წევრობა რჩება უმთავრეს საკითხად პოლიტიკურ დღის წესრიგში“

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 8, 2015 22:43

გიორგი კვირიკაშვილი: „საქართველოს მთავრობისთვის ნატო-ს წევრობა რჩება უმთავრეს საკითხად პოლიტიკურ დღის წესრიგში“

გიორგი კვირიკაშვილი: „საქართველოს მთავრობისთვის ნატო-ს წევრობა რჩება უმთავრეს საკითხად პოლიტიკურ დღის წესრიგში“გიორგი კვირიკაშვილი: „საქართველოს მთავრობისთვის ნატო-ს წევრობა რჩება უმთავრეს საკითხად პოლიტიკურ დღის წესრიგში“–ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბრიუსელში ნატო-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ვიცე-პრემიერის გიორგი კვირიკაშვილისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივანთან ბრუისელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში შედგა. მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლიმენტაციის მიმდინარეობა, ასევე ვარშავის სამიტთან დაკავშირებით საქართველოს მიზნები. განხილული იქნა რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო.

„ნატოს გენერალური მდივანს შეხვდით თავდაცვის მინისტრთან ერთად, ეს პირველი რიგში, ჩვენი მხრიდან იყო ნიშანი იმის დემონსტრირებისა, რომ ნატო საქართველოს მთავრობის დღის წესრიგში რჩება უმნიშვნელოვანეს საკითხად და პროგრესი ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე, ასევე არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი მთავრობისთვის“-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისი თმით გენერალური მდივნის მხრიდან კიდევ ერთხელ გაჟღერდა იმ პროგრესის შესახებ, რასაც საქართველომ მიაღწია ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე. „ჩვენ ვისაუბრეთ იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელიც საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას, რათა მოხდეს საქართველოს შესახებ, მის მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ აზრის კონსოლიდაცია. გენმდივანმა გააჟღერა ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რასაც ადგილი აქვს საქართველოში. მან აღვითქვა დახმარება, რომ მოახდენს ნატო-ს წევრ ქვეყნებში აზრის კონსოლიდაციას, რომ საქართველოს მიერ გაწეული პროგრესი, სათანადოდ იქნას აღნიშნული ალიანსის მიერ. თუ რა სახით იქნება ეს აღნიშნული – MAP-ით თუ ასე შემდეგ, ამას დრო გვიჩვენებს. რა თქმა უნდა MAP არის ლოგიკური შემდეგი ნაბიჯი, რასაც საქართველო უნდა მოელოდეს ალიანსისგან, მაგრამ ჩვენი საბოლოო მიზანია ნატო-ს წევრობა. ეს არის მთავარი, რასაც ჩვენ ხაზი გავუსვუთ შეხვედრაზე. საქართველოს მთავრობისთვის ნატო-ს წვერობა რჩება უმთავრეს საკითხად პოლიტიკურ დღის წესრიგში“-განაცხადა კვირიკაშვილმა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალიანსი ერთგულია ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილების, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი და მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ინტეგრაციას ნატო-ში. იენს სტოლტენბერგი მიესალმა უელსის სამიტზე დამტკიცებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში მიღწეულ პროგრესს. ამ თვალსაზრისით, ხაზი გაესვა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ინაუგურაციას, რომელიც გენერალური მდივნის საქართველოში ოფიციალური ვიზიტისას, 2015 წლის აგვისტოში შედგა. გენერალურმა მდივანმა ასევე მადლიერება გამოხატა საქართველოს მიერ ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის და ხაზი გაუსვა ავღანეთში ნატო-ს მისიაში მონაწილეობისას ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მიერ გამოვლენილ სიმამაცესა და მაღალ პროფესიონალიზმს. იენს სტოლტენბერგმა წუხილი გამოთქვა ცოტა ხნის წინ ავღანეთში პირველი კლასის რიგით ვასილი ყულჯანიშვილის ტრაგიკული დაღუპვის გამო.
გენერალურმა მდივანმა ქართველ მინისტრებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ალიანსი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ​

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 8, 2015 22:43

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


16,681
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics