გიორგი კვირიკაშვილი ნავთობკომპანიების დაჯარიმებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს

გიორგი კვირიკაშვილი - ლენინგრადის ბლოკადა იყო გმირობის მაგალითი და ის ხელშეუხებელია

ვიცე პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ნავთობკომპანიების დაჯარიმებასთან დაკავშირებით საქმის წარმოება მიმდინარეობდა კონკურენციის სააგენტოში და აქედან გამომდინარე, ის ამ საკითხზე საკუთარ შეფასებას ვერ გააკეთებს.

ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას ნავთობკომპანიების განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც საუბარია იმაზე, რომ დაჯარიმება ბიზნესგარემოზე უარყოფითად აისახება.
“ნავთობკომპანიების დაჯარიმების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კონკურენციის საგენტოს მიერ. მათ, რა თქმა უნდა, აქვთ საშუალება, თუ არ ეთანხმებიან ამ ჯარიმას, გაასაჩივრონ სასამართლოში. ამიტომ ჩემს კომენტარს ამ საკითხთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებ, რადგან მთელი ეს საქმის წარმოება კონკურენციის სააგენტოში მიმდინარეობდა”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშისარკოზიმ ევროპას უღალატა და პუტინს დაუწვა…
შემდეგი სტატიაზურაბ აბაშიძე – ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო სწორი გადაწყვეტილებაა