გიორგი კვირიკაშვილი: ლევან ყიფიანის გადაყენებაზე საუბარი არ უნდა იყოს

news
ავტ.: news მარტი 30, 2015 17:33

გიორგი კვირიკაშვილი: ლევან ყიფიანის გადაყენებაზე საუბარი არ უნდა იყოს

ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ლევან ყიფიანის მუშაობას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ მის გადაყენებაზე საუბარი არ უნდა იყოს.
“ყველა ადამიანის მუშაობაში შეიძლება იყოს რაღაც ხარვეზი და დადებითი. ლევან ყიფიანის გადაყენებაზე საუბარი არ უნდა იყოს, რადგან მე ვფიქრობ, რომ ის ძალიან ბევრს აკეთებს იმ მიმართულებისათვის, რაც აქვს ჩაბარებული” – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა.
პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი მინისტრის საქმიანობას არადამაკმაყოფილებლად აფასებს და შესაბამის დასკვნას პრემიერ-მინისტრს უგზავნის. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას კომიტეტის წევრმა შოთა ხაბარელმა განაცხადა. მისივე თქმით, თავად პრემიერის გადასაწყვეტია თუ როგორი იქნება მისი გადაწყვეტილება კომიტეტის დასკვნის პასუხად.
გასულ კვირას პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა დახურულ სხდომაზე ლევან ყიფიანს მოუსმინა. პარლამენტში არსებული ინფორმაციით, მასთან შეხვედრისას კომიტეტის წევრების მხრიდან კრიტიკული კითხვები დაისვა.
აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს შოთა ხაბარელი ამბობს, რომ მინისტრის მისამართით არსებობს 15 ძირითადი კითხვა, რაზეც მიღებული პასუხი არადამაკმაყოფილებელია.

news
ავტ.: news მარტი 30, 2015 17:33

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics