გიორგი კვირიკაშვილი ინგუშეთთან გზისა და რკინიგზის მშენებლობის საკითხის განხილვას უარყოფს

news
ავტ.: news თებერვალი 10, 2015 16:02 განახლებულია

გიორგი კვირიკაშვილი ინგუშეთთან გზისა და რკინიგზის მშენებლობის საკითხის განხილვას უარყოფს

მნიშვნელოვანი

  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ინგუშეთის მთავრობასთან გზისა და რკინიგზის მშენებლობის საკითხის განხილვას უარყოფს.

სხვა სტატიები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ინგუშეთის მთავრობასთან გზისა და რკინიგზის მშენებლობის საკითხის განხილვას უარყოფს.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ კუთხით არანაირი კონტაქტი არ ყოფილა.

“კონტაქტი ამ კუთხით არ ყოფილა და ვერც იქნება, იქედან გამომდინარე, რომ პოლიტიკურ ველზე, სამწუხაროდ, ჩვენ პროგრესი არ გვაქვს. უფრო მეტიც, არსებულ კონტექსტში რაიმე დამატებითი გზის მშენებლობის განხილვა არის აბსოლუტურად მიზანშეუწონელი და ეს არის ჩვენგან დამოუკიდებლად მიმდინარე პროცესი. ეს არ არის ორმხრივი, ეს არის ცალმხრივი მოძრაობა, რომელსაც ჩვენ არ შევერთებივართ, ამას ხაზს ვუსვამ”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

ინგუშეთის მთავრობაში ინგუშეთსა და საქართველოს შორის საავტომობილო გზისა და რკინიგზის მშენებლობის საკითხი განიხილეს. ამის შესახებ სააგენტო “რეგნუმი” მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. სამუშაო ჯგუფის სხდომის დროს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი აბუბაქარ მალსაგოვი უძღვებოდა, განიხილეს რეგიონული მნიშვნელობის საავტომობილო გზების განვითარების სისტემების სხვადასხვა ვარიანტი, ასევე სუბიექტის ტერიტორიაზე ახალი რკინიგზის მშენებლობის თემა საქართველოსთან დასაკავშირებლად.
სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, შეიქმნას საექსპერტო ჯგუფი, რომელიც ამ საკითხებზე იმუშავებს და საქართველოს ხელისუფლებასთანაც განიხილავს ამ საკითხს.

news
ავტ.: news თებერვალი 10, 2015 16:02 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,333
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics