გიორგი კვირიკაშვილი: ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფასთან დაკავშირებით აჟიოტაჟის მიზეზი აღარ რჩება

news
ავტ.: news ივლისი 30, 2015 14:47

გიორგი კვირიკაშვილი: ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფასთან დაკავშირებით აჟიოტაჟის მიზეზი აღარ რჩება

ვიცე პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფასთან დაკავშირებით აჟიოტაჟის მიზეზი აღარ რჩება, რადგან საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი გათვალისწინებული იქნება.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განუცხადა, ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა აბსოლუტურად გამჭვირვალე კანონმშემოქმედებითი პროცესი, რომლის განმავლობაშიც საქართველოს მთავრობა აწარმოებდა კონსულტაციებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან და საბოლოოოდ მიღებულ იქნა კანონპროექტი, რომელშიც ძალიან ბევრი შენიშვნა გაითვალისწინეს.
“ამას გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გუშინ პრემიერი შეხვდა სავალუტო ფონდის წარმომადგენელს საქართველოში, რომლის დროსაც განიხილეს დამატებითი რამოდენიმე შენიშვნა, რომელიც წარმოდგენილ იქნა სავალუტო ფონდის მხრიდან. პრემიერმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ წარმოდგენილი დამატებითი შენიშვნების უდიდესი ნაწილი იქნას გათვალისწინებული და როდესაც სექტემბერში სავალუტო მისიის ვიზიტი შედგება საქართველოში, იქნას დამატებითი ინიცირებით პარლამენტში გათვალისწინებული წარმოდგენილი შენიშვნები, რომლებიც იქნა დამატებით გამოთქმული სავალუტო ფონდის მიერ”, – განაცხადა კვირიკაშვილმა. ეკონომიკის მინისტრს შესაბამისად, რომ რაიმე ახალი პროცესი დაიწყოს და მოხდეს ახალი ინიციატივების განხილვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან კონსულტაციებში, მიზანშეუწონლად მიაჩნია.
“ვეტოს დადების მიზეზს დღემდეც ვერ ვხედავდი, მითუმეტეს პრემიერის გადაწყვეტილების შემდეგ აღარ რჩება არანაირი მიზეზი, რომ ვეტო იქნას გამოყენებული. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, პრეზიდენტს ამის უფლებამოსილება გააჩნია”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
ვიცე პრემიერმა ასევე ისაუბრა იმ მთავარ სადაო საკითხებზე, რომელიც სავალუტო ფონდის მხრიდან იქნა წარმოდგენილი.
“აქ არის საუბარი პარიტეტის გამყარებაზე ეროვნული ბანკის მხრიდან მონაწილე საბჭოს წევრებსა და დანარჩენ საბჭოს წევრებს შორის, გათავისუფლების სიიოლესთან დაკავშირებით და ეს შენიშვნა გაზიარებულია. ასევე, გაზიარებული იქნება შენიშვნა სასამართლოსთან დაკავშირებით. არის კიდევ რამოდენიმე შენიშვნა, რომელიც უფრო ტექნიკური ხასიათისაა. ერთადერთი საკითხი, რაზეც პოლემიკა იყო და სავარაუდოდ ვერ იქნება გაზიარებული, ეს არის გარდამავალი პერიოდის 9 თვემდე გახანგრძლივების საკითხი, ვინაიდან ტექნიკურად ამის მიზეზები არ არსებობს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველა შენიშვნა გარდა ამ ერთისა სავარაუდოდ იქნება გათვალისწინებული. ვფიქრობ, რომ აჟიოტაჟის მიზეზი აღარ რჩება, რადგან საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი იქნება გათვალისწინებული. რაც შეეხება ევროკავშირის პოზიცია, მისი პოზიცია არის ძალიან ცხადი. ამ ტიპის პრაქტიკა არსებობს ევროკავშირის არაერთ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასთან შეუსაბამობაზე საერთოდ საუბარი არ არის”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

news
ავტ.: news ივლისი 30, 2015 14:47

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


13,068
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics