გიორგი კვირიკაშვილი ბულგარეთის ვიცე-პრემიერს შეხვდა

news
ავტ.: news ოქტომბერი 15, 2015 20:46

გიორგი კვირიკაშვილი ბულგარეთის ვიცე-პრემიერს შეხვდა

ვიცე პრემიერი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბულგარეთის ვიცე-პრემიერს, შინაგან საქმეთა მინისტრს რუმიანა ბაჩვაროვას შეხვდა. ამის შესახებ ,,თაიმერს” საგარეო უწყებიდან აცნობეს.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები განიხილეს, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და  რეგიონალური უსაფრთხოებისა და უმაღლეს დონეზე ვიზიტების გაცვლის საკითხებზე იმსჯელეს.

გიორგი კვირიკაშვილმა  რუმიანა ბაჩვაროვას ბულგარეთის რესპუბლიკის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, რუმიანა ბაჩვაროვამ დაადასტურა ბულგარეთის რესპუბლიკის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და წარმატება უსურვა ქართულ მხარეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში. რუმიანა ბაჩვაროვა 14-დან 16 ოქტომბრის ჩათვლით იმყოფება საქართველოში. იგი შეხვედრებს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან მართავს .

news
ავტ.: news ოქტომბერი 15, 2015 20:46