გიორგი კვირიკაშვილი – ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის და ფონდ “ქართუს” პროექტები აბსოლუტურად განსხვავებულია

news
ავტ.: news იანვარი 14, 2015 17:34

გიორგი კვირიკაშვილი – ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის და ფონდ “ქართუს” პროექტები აბსოლუტურად განსხვავებულია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვიცე პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტი და ფონდი “ქართუს” მიერ დაგეგმილი ტექნიკური უნივერისტეტის პროექტი აბსოლუტურად სხვადასხვა პროექტებია.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, პირველი პროექტი, რომელიც ბათუმში იყო დაგეგმილი არის მილენიუმის პროგრამით განსაზღვრულ კომპონენტში, სამ უნივერსიტეტთან ერთობლივად კეთდება და სან დიეგოს უნივერსიტეტის დიპლომი გაიცემა საქართველოში. რაც შეეხება პროექტს, რომლის განხორციელებასაც “ქართუ” აპირებს, ეს იქნება საუნივერისტეტო კამპუსი საერთაშორისო ბრენდის შემოყვანით საქართველოში.

“ეს სულ სხვა პროექტია და ამ ორ პროექტს ერთმანეთთან კავშირი არ აქვს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

რაც შეეხება ბათუმის ტექნოლოგიური უნივერისტეტისთვის განკუთვნილი შენობის აუქციონზე გატანას, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეს ობიქტი იყიდება ჩვეულ რეჟიმში, როგორც ძალიან ბევრი უძრავი ქონება. კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სპეკულაციები უადგილოა.

“ამერიკული მხრიდან დაწუნებული იქნა ეს პროექტი იმ უნივერსიტეტისთვის, რომელზეც იყო საუბრი. ამაზე განცხადება გააკეთა განათლების მინისტრმა. არსებობს შესაბამისი დოკუმენტი, წერილი, რომელიც ამერიკულმა მხარემ გამოუგზავნა 2011 წელს პრემიერ-მინისტრს. ამიტომ, მე მგონია, რომ სპეკულაციები აბსოლუტურად უადგილოა. ეს ქონება ჩვეულებრივად მოექცა საპრივატიზაციო ქონების ნუსხაში. ჩვეულებრივი პროცედურაა, როგორც ხდება ხოლმე, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ შეფასების შედეგად და მოკვლეული წინასწარი ინტერესის შედეგად ხდება წინასწარი ფასის დადგენა და გადის აუქციონზე, სადაც თუ ეს შენობა უფრო მეტი ღირს, რა თქმა უნდა, ინვესტორები გააკეთებენ უფრო მაღალ შენატანს”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

news
ავტ.: news იანვარი 14, 2015 17:34

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics