გიორგი კვირიკაშვილი ალბანეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

news
ავტ.: news სექტემბერი 14, 2015 19:46

გიორგი კვირიკაშვილი ალბანეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

მნიშვნელოვანი

  • საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ალბანეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან ილირ მეტს შეხვდა.

სხვა სტატიები

საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ალბანეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან ილირ მეტს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ალბანეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები. გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ილირ მეტას ალბანეთის რესპუბლიკის მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ორმხრივი ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. თავის მხრივ, ილირ მეტამ დაადასტურა ალბანეთის რესპუბლიკის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და წარმატება უსურვა ქართულ მხარეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში.
ილირ მეტა 13-დან 16 სექტემბრის ჩათვლით იმყოფება საქართველოში. იგი მონაწილეობს საქართველოს პარლამენტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში „Conference on the Open Government Parnership’s Legislativs Openness Working Group” და შეხვედრებს მართავს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

news
ავტ.: news სექტემბერი 14, 2015 19:46

Google სტატისტიკა


12,796
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics