გიორგი კვირიკაშვილი:აჟიოტაჟი თუ მოიხსნება არაფერი საგანგაშო ქვეყანაში არ ხდება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 24, 2015 22:46

გიორგი კვირიკაშვილი:აჟიოტაჟი თუ მოიხსნება არაფერი საგანგაშო ქვეყანაში არ ხდება

“აჟიოტაჟი თუ მოიხსნება არაფერი საგანგაშო ქვეყანაში არ ხდება,”- ეს განცხადება საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ლარის კურსთან დაკავშირებით გააკეთა.

ეკონომიკის მინისტრი თვლის, რომ ლარის გაუფასურება ამჯერად ნავთობის ფასის ვარდნამ გამოიწვია.

“ჩინეთის ბირჟაზე, 2007 წლის შემდეგ, ნავთობის ფასი ჩამოვიდა 39 დოლარზე. ამ სიტუაციაში ჩვენთან რაც ხდება ძალიან დიდ წილად აჟიოტაჟზეა დამოკიდებული და ეს არავის წაადგება. ჩვენთან არის ჭარბი ვალუტა და ეს დათვლილია, იმპორტი უფრო მეტად არის შეკვეცილი ვიდრე ექსპორტი, დღეს აჟიოტაჟი თუ მოიხსნება არაფერი საგანგაშო ჩვენს ქვეყანაში არ ხდება,”- აცხადებს ეკონომიკის მინისტრი.

გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ შესაძლოა უახლოეს პერიოდში ბიუჯეტის კომპონენტები გადაიხედოს.

“მთავრობა არის მზად, რომ გადახედოს ბიუჯეტის კომპონენტებს. ჩვენთვის ამ სიტუაციაში ეკონომიკურ ზრდაზე უფრო მნიშვნელოვანი არის ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. ეს შეიძლება იყოს საბიუჯეტო სახსრების გადახედვა ან ეროვნული ბანკის მხრიდან მეტი ინტერვენციის განხორციელება,”- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 24, 2015 22:46

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,030
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics