გიორგი კვერენჩხილაძე: პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებაზე დასასაწრებად მოწვევა ინსტიტუციური პატივისცემის გამოვლინება იქნება

news
ავტ.: news მარტი 27, 2015 12:31

გიორგი კვერენჩხილაძე: პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებაზე დასასაწრებად მოწვევა ინსტიტუციური პატივისცემის გამოვლინება იქნება

“პრეზიდენტის გამოსვლაზე აღმასრულებელი ხელისუფლების მოწვევა ტრადიციაა, რომელიც ახალ კონსტიტუციურ მოდელშიც უნდა გაგრძელდეს,” – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი კვერენჩხილაძემ, გააკეთა.

კვერენჩხილაძის განმარტებით, აღმასრულებელი თუ სასამართლო ხელისუფლების მოწვევა კონსტიტუციით არ რეგულირდება, თუმცა ეს არის ინსტიტუციების პატივისცემა.

“პარლამენტის მხრიდან აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლების თუ სხვა ინსტიტუციების წარმომადგენლების მოწვევა პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებაზე დასასწრებად ინსტიტუციური პატივისცემის გამოვლინება იქნება სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისადმი,” – განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.

პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე 31 მარტს წარდგება.

news
ავტ.: news მარტი 27, 2015 12:31