გიორგი კანდელაკი: საქართვლოს ფლირტი რუსეთთან არის ის ზიანი, რომელიც საქართვლოს ივანიშვილმა მოუტანა

ივანიშვილის ჩარევის შედეგად - გადაწყდა რომ „გადააგდონ“ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

“საქართვლოს ფლირტი რუსეთთან არის ის ზიანი, რომელიც საქართვლოს ბიძინა ივანიშვილმა მოუტანა” – ასე შესაფასა The Washington Post-ში გამოქვეყნებული სტატია ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა.

The Washington Post-ში საქართველოზე გამოქვეყნებული სტატიაში მოყვანილი ანალიზი ოპოზიციისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. საპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებას მოუწოდებს მაქსიმალურად იმუშაონ ქვეყნის შიგნით, რომ დაარწმუნონ მოსახლეობა მათი სწორი არჩევანის შესახებ და ასევე აქტიურად ითანამშრომლონ დასავლელ პარტნიორებთან იმისათვის, რომ მათ ეჭვი არ გაუჩნდეთ ქართველების რეალურ ევროპულ არჩევანზე.

„თუ დასავლეთში გაჩნდა ასეთი განწყობები ეს არის უაღრესად საშიში საქართველოსთვის ვინაიდან ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვეღარ მივიღებთ დახმარებას ჩვენ მთავარ ეგზისტენციალურ ინტერესში, რაც მდგომარეობს საქართველოს ევროპაში გაწევრიანებაში,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ვირუსის ბლოკატორები