გიორგი კანდელაკი: საქართველო ვერ მიიღებს ვერც მკაფიო პერსპექტივას ევროკავშირში გაწევრიანების და ვერც უვიზო მიმოსვლას

news
ავტ.: news მაისი 22, 2015 14:20

გიორგი კანდელაკი: საქართველო ვერ მიიღებს ვერც მკაფიო პერსპექტივას ევროკავშირში გაწევრიანების და ვერც უვიზო მიმოსვლას

საქართველო ვერ მიიღებს ვერც მკაფიო პერსპექტივას ევროკავშირში გაწევრიანების და ვერც უვიზო მიმოსვლას- ამ პროგნოზებს “ნაციონალურ მოძრაობაში” რიგაში დეკლარაციის მიღებამდე რამდენიმე საათით ადრე აკეთებენ. ოპზიცია ამ შედეგს საერთაშორისო ფაქტორთან ერთად საქართველოს ხელისუფლების არაკომპეტენტურობას, ეკონომიკურ კრახს და კრიმინალის ზრდას უკავშირებს.

“ევროკავშირი არის განსაკუთრებით მგრძნობიარე სავიზო კონტექსტში დანაშაულთან და კრიმინალთან მიმართებაში. ნეგატიურ ფონს ოპონენტების დევნამაც ხელი შეუწყო,”-განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

ნაციონალურ მოძრაობაში ევროპის სახალხო პარტიის ლიდერთა რიგის დეკლარაციასაც გამოეხმაურნენ. საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების, მათ შორის ყირიმის ოკუპაციის ერთ პრობლემად განხილვას პოზიტუურად აფასებენ.

news
ავტ.: news მაისი 22, 2015 14:20