გიორგი კანდელაკი – ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს მტერს ემსახურება

news
ავტ.: news ივლისი 8, 2015 16:46

გიორგი კანდელაკი – ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს მტერს ემსახურება

მნიშვნელოვანი

  • საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, გიორგი კანდელაკმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მედიის განვითარების ფონდის მიერ ჩატარებულ კვლევაზე ისაუბრა.

სხვა სტატიები

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, გიორგი კანდელაკმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მედიის განვითარების ფონდის მიერ ჩატარებულ კვლევაზე ისაუბრა.
კანდელაკის თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ ის მედიასაშუალებები ფინანსდება, რომლებიც ანტიდასავლური და პრორუსული პოლიტიკით გამოირჩევიან.
“მაშინ, როცა ქვეყანაში იზრდება სიღარიბე, არის კრიზისი, როცა შევარდნაძის მმართველობის შემდეგ პირველად ხდება ბიუჯეტის სეკვესტრი, გუშინ ერთ-ერთმა არასამათავრობო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა კვლევა, რომ საქართველოს მთავრობა ხალხის ფულით აფინანსებს ანტიდასავლურ, პრორუსულ მედიას და ღია პუტინისტურ პოლიტიკურ ძალას, ათეულ ათასობით ლარით. ეს მედიასაშუალებები, რომლებიც ყველასათვის კარგად არის ცნობილი, ღიად, მეთოდურად ახდენენ საქართველოს საზოგადოების დასავლური არჩევანის დისკრედიტაციას”,-აღნიშნა კანდელაკმა.
მისივე თქმით, ერთ-ერთმა ტელევიზიამ აჩვენა ფილმი, თუ რაოდენ შესანიშნავი იყო ყირიმის ანექსია რუსეთის მიერ, ფილმი რომელიც ეძღვნებოდა პუტინს. აი, ასეთ მედიებს – რომლებიც საფრთხეს უქმნიან საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას, პირდაპირ ემსახურებიან ოკუპანტი ძალის ინტერესებს, აფინანსებს საქართველოს მთავრობა ბიუჯეტის ფულით.
“ივანიშვილის რეჟიმი არის ანტიეროვნული, ივანიშვილის რეჟიმი ემსახურება საქართველოს მტერს”,- განაცხადა კანდელაკმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას

news
ავტ.: news ივლისი 8, 2015 16:46