გიორგი კანდელაკი: გამოსავალი არის არა სუბსიდირება, არამედ გადასახდების შემცირება

news
ავტ.: news ივლისი 24, 2015 12:31

გიორგი კანდელაკი: გამოსავალი არის არა სუბსიდირება, არამედ გადასახდების შემცირება

მოსახლეობის ფინანსური მხარდაჭერის სქემა ეკონომიკურ გუნდს დღეს უნდა წარმოედგინა, რისთვისაც მუშაობა მთავრობამ გუშინ საღამოს დაიწყო. თუმცა ნოდარ ხადურის განცხადების მიუხედავად, სუბსიდირების გეგმის წარგენის თარიღმა გაურკვეველი ვადით გადაიწია.

სუბსიდირების საკითხზე დეპუტატები აქტიურად მსჯელობენ. უმცირესობაში ამბობენ, რომ გამოსავალი არის არა სუბსიდირება, არამედ გადასახდების შემცირება.

“გამოსავალი არის არა სუბსიდირება, იმიტომ, რომ სუბსიდირებას ეკონომიკა ყოველთვის მიჰყავს კრახამდე არამედ გადასახადების შემცირება,” – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

სერგო რატიანის თქმით, მოსახლეობის ერთერთი მთავარი პრბლემაა, რომ მათ სოციალურად დაუცველობის სტატუსი მოეხსნათ.

უმრავლესობაში კი სუბსიდირების პროექტის წარდგენას ელოდებიან. თამაზ მეჭიაურის თქმით, მტავრობაში ამ საკითხზე მუშაობა დაწყებულია, თუმცა კონკრეტული დეტალები არ არის მისთვის ცნობილი.

 

news
ავტ.: news ივლისი 24, 2015 12:31